ანატომიური თეატრი
ერთი ფილტვის ჟანგბადი ამოგაჭრეს, ქვეცნობიერიდან _ პორნოფილმების მასალა, ე. წ. “გულის სიმები” ფეხის ძარღვებით შეცვალეს, თირკმელიც ხელს გააყოლეს, ქირურგისთვის სულერთია კენჭს ამოჭრის, თუ ემოციას... რაღა დაგრჩა? ნევროზი _ ტროის ცხენი, მოშიებულზე რომ კონსერვის ქილასავით გახსნი და იქიდან დაწნილებული ბრინჯაოს მხედრები ამოვარდებიან, მარმარილოს ხელები, რომლებიც ცნობილ ქანდაკებას აკლია, ისე ლამაზად მოგახრჩობენ და ტკბილად, თითქოს შაქარი გადაგცდა სასულეში...