კაცი მიდის აქედან იქით ..
კაცი მიდის აქედან იქით, მინდორი თავისთვისაა, ბიბინებს, არც გორაკი, არც ხე სახლიდან კარგად ჩანს, როგორ იქცევა წერტილად მარტოობის მზა ატრიბუტები: წყენა, დარდი, უსახლკარობა... ფეხები ისე ამოაქვს მიწიდან, ბალახის კილოგრამები მოყვება, ჩხვლეტები რომ დაარბილონ, გული აღარ გაუსკდება აქედან ჩანს წერტილად, ჰორიზონტი მატყუარაა. არც თვითონ უჭირს ტყუილი, თვალთმაქცობის კურსი აქვს გავლილი, ლექსები, მწვანე ყდაში ჩასმული, _ ეო მეო-ზე გადატარებული მინდორი, იქიდან როცა წამოვა, სიმაღლეში მოიმატებს, საშიში გახდება სახლისთვის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი