ანტიკური სონეტი
როგორ უყვარდათ, რა მზე იყო, რა თეთრი ჭირი, რა ნექტარს სვამდნენ ვულკანების ცხელი ყელიდან! ხალხი კლდოვანი, მარმარილოს მკრთალი ელიტა და სისხლის ტბაში მობანავე ბრინჯაოს გმირი, ზღვა იყო ღმერთი, მიწაცა და ჰაერიც ღმერთი, ერთს რომ უყვარდა ჩვენი გმირი, მეორე კლავდა ხან ქუსლი ჰქონდა მას უმწეო და ხანაც მკლავი, რომელზეც ქალი დაეწვეთა _ მდინარე თეთრი, ისიც გაზრდილი ბედისწერის ურძეო ხსენით, ფუთ ბრინჯაოში ერთი სუსტი ქუსლის მჩხრეკავი, სისხლის აღრევა, სისასტიკე, მრუში გენები გველის წიწილებს _ მარმარილოს ტორსებს ჩეკავდნენ, მერე, ყველაფრის პოეზიით გადამლეკავი, თვალებდათხრილი ჰეგზამეტრი იდგამდა ენას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი