ვერშეჩვევის სონეტი


ვერ შევეჩვიე მშვიდ ცხოვრებას, ნამდვილი ჯავრი
მამაპაპური, დამეუფლა, ასაკის მაცნე,
ნატიფი სპლინის და კეკლუცი პოზების ნაცვლად.
გამოვეთხოვე თაფლის ქილას, კაცივით ჩავლილს
და უცხო მიწა, ფაიფურის თუ ქაშანურის,
სადაფის ნამცხვარს მაიძულებს, ბრინჯაოს ჩაის,
ნერვების წვერით გამობმული ხალიჩასავით
ოთახის კედლებს, ვერა და ვერ გავშინაურდი...
ბევრჯერ შემიქეს სათნოება ქათინაურით,
რის სათნოება და სიმშვიდე, სიტყვის ქავილი,
როცა პირს მიწვავს ჭიქა წყალი, ბოროტი ენით
გალოკილია ყველა ქუჩა, სადაც გავივლი
და სიმაღლიდან დანახვისის, ან ზედაზენის
ჩამოვემხობი მიწას, ცივსა და უყვავილოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი