თუ ჩემი სული დაბრუნდება ასი წლის შემდეგ..


თუ ჩემი სული დაბრუნდება ასი წლის შემდეგ,
ის არ იქნება მიწა ან წვიმა,
ის არ გადავა არც ერთ ქალში,
რომელიც მე მგავს,
და არც ერთ კაცში,
რომელიც უყვართ ბრმად და მწარედ
ჩემნაირ ქალებს.
ის არ გადავა არც ცხენებში ან არწივებში,
რომელთა ხილვა
არ მასვენებდა მთელი სიცოცხლე...
თუ ჩემი სული დაბრუნდება ასი წლის შემდეგ,
ის ჩასახლდება
აკანკალებულ და თბილ კურდღელში,
რომელიც ყვირის, როგორც კაცი,
როდესაც კლავენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი