0 119

კომენტარის გარეშე


დემოკრატია პოეტებს
ბუბლიკის ნახვრეტს არგუნებს,
ტკბილი ცომი სხვას შეხვდება,
ამის დამნახავი მაიაკოვსკი
ყვითელ კოფთას აფრიალებდა,
პაოლო იაშვილი ლექსავდა:
`კოფთებით _ მოვკვდებით~,
შვიდხმიან სიმღერას უხრახნიდა ყურში,
აბა, საიდან ეს ტვინისსაღრძობი რითმები?
რა სიმწარეა, როცა ბებერ ცხენს
თავი კვიცი ჰგონია
და ჟღალ თმას ისე აფრიალებს,
თითქოს გუშინ არ შეეღებოს,
პურიც რომ შეღებონ,
ხალხს რა ეშველება?
ჩემი ძვირფასი ცისფერყანწელები!
კი, გალაკტიონი მოვიდა
და ყველაფერი ააყირავა,
მყინვართან ჰქონდა სიახლოვე,
როცა ესენი ფრანგული სინატიფით
ეთამაშებოდნენ სიტყვას, მაგრამ
მიწა ამათ გაანოყიერეს
შემდეგი თაობების მოსაზელად,
პოეზიისგან შარავანდედს რომ ელოდნენ,
თავის გასაგლეჯი თოფი მიიღეს,
ყურში კი არა,
შიგ აბსოლუტურ სმენაში ჩანგალი!
და რომელიმე სალვადორ დალი\\\'
სამართებლით ჭრიდა მათ სისხლს,
რომ ალისფერ ზეწრებზე
თავისი კინო გაეშვა,
რომელსაც ნორმალური მაყურებელი,
თავშიც რომ აეტანა კუჭი,
მაინც ვერ მოინელებდა
და შეშურდებოდა კაშკაშა პარანოიის,
აბა, რა იქნებოდა!
კომენტარები (0)