მე მინდა დამწვან!


შენ სულს ღაფავდი, გრძნობები და რწმენა, მარტოდენ,
სახლი უშუქო, ახლა, კიდევ, ბნელი საფლავი!
სულ არ გინდოდა პურზე ღვინო და შილაფლავი,
აღარც ანდერძის სიმძიმე და აღარც პატრონი,
არ გადარდებდა გაფურჩქნილი ინტერიერი,
ჭირისუფალი, წარმმართველი ბოლო სპექტაკლის,
რა უცნობივით მიდიოდა სული სპეტაკი,
რა ჭუჭრუტანად იქცეოდა თვალსაწიერი!
მოვარდებოდა, როგორც შველა, ცეცხლი ძლიერი,
ფერფლად რომ გაქცევს და არ გინდა ძვალშესალაგი,
არც კინკლაობა, არც ტირილი, არც ლაპარაკი,
რადგან გახდები ტანის ჩრდილი, სახის იერი,
ბავშვის თვალებში არეკლილი ფერი ქალაქის,
როგორც, ოდესღაც, შინდისფერი და მშვენიერი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი