ნანატრი სიმარტივე
A პუნქტიდან B პუნქტში მიმავარ მატარებელს მთელი ჩემი მათემატიკა გავატანე, ლექსის მადანი და სიყვარულის სნეულება. გამრავლების ტაბულა, “მახსოვს პირველად სასწავლებელში” და ბანქოს ქაღალდზე დაწერილი ფლირტი დავიტოვე სისადავისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ყველაფერი ტვირთმოხსნილი ჩანს: დედაჩემის სული, რომელმაც დაისვენა ჩემგან, ცამ _ ყოველგვარი სიმბოლოებისგან, ერთადერთი დანიშნულება _ მოხუფული ქალაქის სარქველობა, ამ ქალაქში დგას ჩემი სახლი, სახლში ტელევიზორი, საიდანაც ყოველდღე მკლავენ ვირუსები, ტერორისტები, ქერათმიანი ბრედ პიტი და ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ამაზე ბედნიერი სიმარტივე რაღა გინდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი