0 134

ნატვრა


ნეტავი, დამსვა ოქროსფერი დღის შუაგულში
არც მსხვერპლი და არც გამკითხავი, არამედ მჭვრეტი,
არ მჭირდეს დროის უკმარობა, ფრჩხილების კვნეტა,
ქაფურის წვეთით ჩახშობილი ტკივილი ყურში,
ტელეფონებით, დეპეშებით, კარებზე ზარით
გამოწვეული, გაზომილი მკაცრი საათით,
დრო დამდიოდეს ჰაერივით ლურჯად, ტაატით,
ზანტად, ძალიან მდედრობითად მიყვარდეს მთვარე...
კეთილშობილი რაინდები მხიბლავდნენ მწარედ,
თავისი ყოვლის გამთიშავი, ძლიერი გონით,
მაგრამ ვერაფრით ვერ აღწევდნენ იმ ჰარმონიას.
რომელიც ჩემი ყვავილია და ჩემი ჯვარი
და მე არ მინდა ფუფუნება ამაზე მეტი -
ოქროსფერი დღის შუაგულში ვიჯდე და ვჭვრეტდე...
კომენტარები (0)