0 124

ოცნება უკუღმა


გაშიშვლებული მავთული,
დაუდევრობა, კივილი,
ყველაფრის მიწით ჩაქრობა,
შავი ფერის უარყოფითი მუხტები...
100 კგ ყვავილი
საკმაო დადებითს ვერ იძლევა,
დარღვეულია წონასწორობა
დარდის გადამეტებით.
ქალაქი - კრემატორიუმი
დამწვით მის სიკაშკაშეში!
უჩონჩხობა მინდა, უნივთობა,
გარიგება ქარსა და წვიმასთან,
ხერხემლის მალებზე
ვეღარდაკვრის გამო,
ვითომ, რევოლუცია მოხდა,
როიალები
ფანჯრებიდან გადაყარეს...

სამაგიეროდ, ფერფლსა
და სულს მივცემ,
ისინი მიწის გარეცხვაში
გამომიყენებენ,
ხომ გავაკრიალე, სააღდგომო
ფანჯრებივით ჩემი ქალაქი -
მთების და ხეების უპირატესობა
სახლებზე, ქვემოდან რომ შეხედო,
მწვანე, ზემოდან - შინდისფერი,
ძველებური...
კომენტარები (0)