პათეტიური სონეტი
მე მესიზმრება ყირამალა დამდგარი ყოფა, დღე ნაცრისფერი, უნიჭოთა ენამზეობა, ქურდი მასწავლის სათნოებას, კახპა _ ზნეობას, ცხვირებს, წვეტიან წამახულებს, ჩემს სულში ყოფენ თან მოაქვთ კუთვა უშედეგო, სიუხვე ოფლის, ვითომ შრომობენ, ნივთებივით იძენენ ტკივილს, ჩემი პირიდან ამოსული ობოლი სხივი საერთო ტრაპეზს ვერ ანათებს ძალა არ ყოფნის... სწორებას თხოვენ მას ნელთბილზე, საშუალოზე, მან კი წვა იცის და ტკივილი იცის ცხოველი, ლექსსაც თითიდან ვერ გამოსწოვს, მხოლოდ, გულიდან, მაგრამ, მაშინაც არ მაკლია ღმერთის წყალობა, რადგანაც უდრის ნეტარებას სიტყვა ყოველი და სიტყვებს შორის ცეზურების ლურჯი ღრმულები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი