პლატონის მოტივებზე
ისეთი თოვლი მედო ამ ხორცზე, რომ, ჯობდა, ამოეჭრათ, ცარიელი ადგილები აუცილებელია რუკაზე, ტერრა ინცოგრიტა-ს დაარქმევენ და აღმოაჩენენ, ახალი მიწის რანგში გაგიყვანენ; აბა, სინატიფისგან და სტილების სიმრავლისგან რა სახელმწიფოს ააშენებ? შიგ პოეტები რომ შეუშვა? მშიერ კუჭზე ისეთ ლიტერატურულ პოპ არტ-ს მოგიწყობენ, ვერ გაარჩევ, სად გაზეთებში შეხვეული ტარანია სად იალბუზით გაოცებული სინტაქსი _ შენი კანონიერი სახლი, კედელი, რომლის სიმაღლეს ბავშვის ტირილით ამოწმებ, დიდი ხნის ჩაუცმელი წითელი კაბა _ გაუთოებული რევოლუცია კარადაში... ან რა თოვლი გედო იმ ხორცზე? ან რა უნდათ პოეტებს იდეალურ სახელმწიფოში?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი