პლენერი
რა ჭარბყვავილიანი გაზაფხულია! ყველა საფლავიდან მიცვალებულები იხედებიან, სულ ვამბობდი, თოვლი კინოში მირჩევნია, ან ტელევიზორში, ახლა, მოდი და გაუძელი ამ იასამნისფერ გამოხედვებს! თავის გამხეთქი მზეც მუქთადაა, არავითარი პლენერზე წასვლა! მე რა, მე მაგიდაზეც მაქვს ეს პლენერი, მხოლოდ, გადათეთრება ჭირდება, მხატვრები მეცოდება, ვინც მიწაშია, ახლა უფრო, ვიდრე წვიმაში, ან თოვლში, როცა ბუნაგი გატკბილებულია, იასამნის ბუჩქს რომ ცეცხლი წავუკიდო, შუქი თუ არა, რაღაც დაუშვებელი, აღმაშფოთებელი ხომ ჩამოაღწევს შენამდე, ბოლო ნახატებისთვის უჩარჩოობა შევუკვეთე და ვეღარ ვიყიდე ხელოსნები რეალური ადამიანები არიან იასამნისფერზე ფეხი უცდებათ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი