სიყვარულის სონეტი
და ყოველ ზაფხულს მე ვიგონებ იმ გამდნარ ივლისს, ლურჯ მაგიდაზე ღრუბლებივით გაფანტულ თეფშებს, სულ ერთი წამით მომეჩვენა, მზე შედის თმებში და თმა მძიმდება, როგორც ძნები ყვითელი თივის... ხოლო ის მისმენს ყურადღებით კი არა, ფრთხილად, და თვალები აქვს, ალბათ, როგორც ყველა აქაურს _ ქილაში თაფლს რომ დააყენებ და ჩაშაქრდება და ამ სიცხეში გაგითენებს სუსხიან დილას... ვიღაცა ყვირის, არა ტირის: _ დაბერდით ტკბილად! ბზარი უჩნდება კეთილშობილ და მსუქან ხმაში, ატმის ხაოებს შევეხები _ მამლების ყივილს... როგორ დაღლილა ჩემი სწორი და ჩემი კბილა! მე კი რა ვუყო, როცა ვგრძნობ, რომ მზე შედის თმაში და თმა მძიმდება, როგორც ძნები ყვითელი თივის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი