Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_kilb489h9ferfucu1nnf6o7mnl, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სხვა რა გითხრა? - ლია სტურუა | პოეზია

სხვა რა გითხრა?


ჩავიდოდი ჰადესში
ცალ ხელში _ ქნარით, მეორეში _ რევმატიზმით,
თანახმა ვარ,
ყველაზე ცოცხალი, რაც გამაჩნია, _
სიტყვები, _ გამიქვავდეს
თაბაშირის დილასავით,
სამხატვრო კომბინატი რომ გიგზავნის,
ბრინჯაოში ვერ ჩამოასხეს,
პენსია 38 ლარია,
ცხენიც დაუმთავრებელია,
ქართული გრამატიკა, ზმნის ხელმძღვანელობით,
დაზეპირებული,
კი, ვნებითი გვარის ზმნას
ყვავილებიან საფლავში ჩავაწვენდი,
მერე რა ვქნა?
ბრინჯაოს და ქარხნის ცეცხლს
ვინ მომცემს, რომ გაზაფხული
ცხენის ფეხებზე შევაყენო,
შეგახედო, როგორი ბრიალაა,
როგორ აბრეშუმის ქოლგებივით
შლის ხეებს მოსახვევში...
რატომ იმტვრევი
დაუმთავრებელ ცხენთან ერთად,
რომ არ მოაკლდეს სასაფლაოს
თაბაშირის დილები?
მინუსიან თვალებთან
ისე ახლოს მიგიტან, თითქოს
ლოცვას ვკითხულობ...
ელენე ორკესტრს ხატავს,
შენსკენ კისერმოღრეცილს,
საყვირებიდან თაფლი მოწვეთავს,
ტკბილ მუსიკას გჩუქნის,
პირდაპირი გაგებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი