0 56

ტირაჟირება


ზღვას რევმატიზმი მივაწერე –
ბუზების ფრენა სახსრებში,
მთებს ფანჯარა ჩავუკეტე,
მათი პორტრეტები რუკაზე
არავითარ მოულოდნელობას
აღარ გამოაგდებენ:
არც თავის ხერგიანებს მოკლავენ,
არც ჩემს მეგობარ სიგიჟეს,
მაინც რომ დამტოვა,
როცა ბალახის შეჩერებას ვცდილობდი
სალათისფერი ხასხასის დონეზე,
(ღრმა მწვანე მტკივნეულია)
უტკივილოდ ვაპირებ ცხოვრებას?
ფანჯრების სტადიაში გადასვლას,
საიდანაც ადამიანები არ ჩანან,
მხოლოდ, თეთრი, კბილებიანი დღე
ის რომ თვალებიდან ამომდის,
თავიდან – მისი ტირაჟი.
ამის შეგეშინდა, უნიჭო გამრავლების?
რამდენჯერ დაამტკიცოს თავისი დედნობა?
რამდენჯერ შეიწვას
ხელის გულზე ერბოკვერცხი,
ბავშვის თვალებით?
კი დაეწეოდი, მაგრამ ამხელა ტირაჟს?
კომენტარები (0)