ფიროსმანის ასოციაცია
აღდგომა, მოყვასის სიყვარული უზმოზე... რადენ ხანს გრძელდება? რამდენი სისხლი ყოფნის კვერცხების შეღებვას (ენდრო ძვირია), რამდენი თითისტარი ბამბა _ ბატკნის სითეთრეს? ეს რომ სიტყვით თქვა, სისხლის და ქათქათის შეხამება ლექსში არაფერს იძლევა, შიშის გარდა, ნახატში _ მოცახცახე წერტილებს... თეორია რომ ღვინით შეამოწმო? დასაშვებია ეს ალისფერი ანალიზი? როცა ნიადაგი სარდაფია, სტიმული _ კიბე? სისხლი, ქვეტექსტში, მაინც დაიღვრება, ან ნახატის უკანა მხარეს, რის მერეც მოყვასის სიყვარული ისე ბზინავს, როგორც აღდგომის კვერცხი, თითისტარის ზანტი ტრიალი კეთილი ცა, კიბის ბოლო საფეხურზე ჩამოდებული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი