ქუჩაში
აქ ყველაფერი კარგადაა, ხარობს ტირიფი, ჭკვიანი ხელი გადაუსვი თავზე საფლავებს, ზამბახი უფრო ლამაზია თუ გულსაკლავი, მაშინ გაიგებ, როცა სიკვდილს დაგიპირებენ. უკვე გდევნიან, გიყურებენ უკვე ირიბად და ეშინიათ, არ გაგლიჯოს ჯებირი ტვინმა, ან, როცა თეთრი მტრედებისგან აშენებ მყინვარს, ყალყზე დგებიან და ყმუიან ქუჩის გმირები. ისე კი არა, როგორც მგელი მისტირის მთვარეს, უკვე უძლური, მარტოსული, ულამაზესი, ამათ მოგება არბენინებთ, ბოღმა აქეზებთ, ცოდვების კონა მოუგდიათ ზურგზე ტვირთივით, უნდა მომისპონ ყველაფერი მყიფე, ფაქიზი, თუნდაც ზაფხული, მოჭედილი ოქროს გვრიტებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი