ჩივილის სონეტი
მხოლოდ თბილისმა იცის სიცხე, ლარივით სწორი, პირდაპირ გულში დაგიმიზნებს უაზრო ამინდს, და თუკი შვებას მომანიჭებს ამ წუთში რამე, სიცხის ნახევარს რომ ჩამოჭრის გაფრენა ქორის... მე მგონი, კარგად შევასრულე კუთვნილი როლი ძლიერი ქალის, მეწამული, მძიმე ბგერებით გავუადვილე მას ლეჩაქის ციური ფერი, საათი და ბროლი დავუმატე, ხასხასა მოლი, თოვლიც მივეცი, მე კი სიცხის ვარვარა სოლი კეფას მიგლიჯავს და მიქადის უდროო ბოლოს, ჩვეულებრივზე სასტიკია ზეგარდმო ბედი... რად გინდათ დანა, საწამლავი, ან ქვების სროლა, გრიგალი რაა, ამომძირკვავს ნერვების ქროლა, შავი, ჩემივე მოგონილი დამახრჩობს სევდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი