მზითვის სარკე


ქორწილის წინ დედაჩემთან ვსაუბრობდი ცალკე
დედამ მითხრა გაუფრთხილდი შვილო მზითვის სარკეს
გამიგია გადმოცემა არის ხალხში ძველი
თუ ოჯახში სარკე გატყდა, რაღაც საფრთხე ელის

ამ სარკეს რომ ენა ჰქონდეს, რამდენს გეტყვით ამბავს
ამ სარკის წინ მე ჩამაცვეს საქორწილო კაბა
მახარებდა უნაზესი სამკაული თავის
ყველაფერი თეთრი იყო და თმა შავი, შავი

ნახევარი საუკუნე დღას ოთახში სარკე
ნახევარი საუკუნე ჩემ ცხოვრებას ვარკვევ
ვინ რა იცის თუ რამდენჯერ გული გამებზარა
თუ რამდენჯერ გული გატყდა და ის სარკე არა

თუ ამდენხანს გიფრთხილდები და ზრუნვას არ გაკლებ
შეგენახა ჩემი სახე მზითვის სიოსარგევ
ახლა მუდამ თალხებში ვარ, ფიქრი მდევნის ერთი - 
რად მაცვია შავი კაბა, თმა მაქვს თეთრი, თეთრი?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი