ნაძვის ხე
პირველად ნახა მარინემ კოხტად მორთული ნაძვის ხე და უკვირს: ოქროს კაკლები ტოტებმა როგორ დაისხეს? საიდან გაჩნდა სასწრაფოდ ფარნები ფერად-ფერადი, თოვლის პაპა და ბუშტები, ან თვითონ ნაძვი ჭერამდი! - რამდენი სათამაშოა! - თვალებს აცეცებს მარინე: - ნეტავი სულ მაცქერინა, ამაღამ რა დამაძინებს!
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი