აბა, ჩემი რა ბრალია!
- თინა, მითხარ, ეს ჩხირები შენ დააძრე წინდებს, განა? - აბა, ჩემი რა ბრალია, თუ ხელები წაეტანა! - შენ შეჭამე ეს მურაბა? მოსვრილი გაქვს პირისახე! - აბა, ჩემი რა ბრალია, თუ თვალებმა დაინახეს! - რას დარბიხარ აქეთ-იქით, ხტომა ვეღარ გაათავე? - აბა, ჩემი რა ბრალია, ფეხებია დამნაშავე!
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი