მათე ზალკას


სულო, შენ გახსოვს, როგორ წამოდგა

ღამეების და ყინვის ანთება,

როგორ ურტყამდა ცა რკინის მოდგმას

და მტერტან სისხლის არდამართებას.

სიკვდილის მახე, მხრებთან დახრილი,

უკვდავებისკენ უფრო გვახელებს,

თქვენი სახელი, როგორც მახვილი,

ჩვენ, უსახელო ძმებს გვასახელებს.

ო, გვასახელებს, რომ ხსოვნის გვერდით

მოკრძალებითა თრთოდნენ ზოლები.

რომ ღაღადებდნენ სიმაღლეს ბედის

და სილამაზეს თქვენი ბრძოლების.

სიკვდილისა და ცეცხლის მახლობლად

გზა შორი იწვა მშობელ მიწამდის,

მაინც იცავდით ხარკოვს, კახოვკას,

ჩვენს რესპუბლიკურ მიწას იცავდით.

მათე!.. ქართული გერქვათ სახელი,

თუ ქართველებსა ჰქვიათ უნგრული,

მე თქვენი სულის სუნთქვა მახევებს

და თქვენი გზების მძლავრი გუგუნი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი