ცას შეასწორებს უცნობი ხელი ..


ცას შეასწორებს უცნობი ხელი,
დაუსრულებელს და უყავაროს,
ეს მხარე მოყვარს თვალებით შენით,
მზეების ჩემის აღმოსავალო.

სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი,
როგორც უხრია სწორი ვერხვები,
მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯი
და სენს უღონო მხრებს დავეხრები.

მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას, 
თუ გზა მეყო და ბადი მეღირსა,
რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმა
გადამწვას შვილი მზეთა ქვეყნისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი