ოი, ბავშვობის დღეები
ოცნებას დავემონები მუდამ ლაღი და იოლი, რატომ არ ჩემი წნორები, რატომ არ ჩემი იორი. ჩემი ზვირფასი გორები, ძნები - კაცები ყვითლები, თიანეთი და სწორები, თიანეთი და ფიქრები. მეზობლის ბიჭის ქორწილი, ღვინო ეჯიბი მაყარი... ურჩი ვაჯკაცის ბორკილი - თმა მხრებზე გადანაყარი. ოი, რანაირ გეძებდი, ქალშავავ, შავი თმებითა, ვინც მკლავდი, ვინც მახარებდი გაყრით და შერიგებითა. ოი, დღეებო ბავშვობის, არასდროს დამიბრუნდებით, დამტოვეთ, ჩუმად დამშორდით და როგორც მტრედთა გუნდები ცას გადაუვლით ბრძოლებით და დამაღონებთ იოლად. ... რატომ არ ჩემი სწორები, რატომ არ ჩემი იორი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
magaria