იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ ..
იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში. მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას, რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში. და სასიკვდილო ტყვიების ფარფატს, ღამეში გაწვდილთ ცეცხლის ენებად, მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს, როგორც უცოდველ მშვენიერებას. ხანძრებს, ღამეთა კალთაზედ გაშლილთ, გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს, მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის, რომელიც ასე გიყვარდა ოდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი