არ უხდებოდა ვაჟის ხალათი..
არ უხდებოდა ვაჟის ხალათი სუფთა ხალათი და უნაზეს ხაზებს... რაა ბავშვობა, თუ არ გვანათებს, რაა ტრფობა, თუ არ გვალამაზებს. რა იქნა შენი კარგი ბავშვობა, გოგოვ პატარავ, გოგოვ კეთილო, ... მე მახსოვს დილა, მზე თამაშობდა და ყუჩდებოდა, ვით გაკვეთილი. მეთხოვებოდა ჩემი თბილისი, ჩემი მიჯნურიც ცრემლით დამშორდა, ახლა ვინ იცის, ახლა ვინ იცის, რა იქნა მისი კარგი ბავშვობა. იქნება გაჰყვა გრიგალს ომისას, გამკაცრდა მზერა სიკვდილის ახლოს და იმ ბავშვობას, დრომ რომ მონისლა, იგონებს, ცდილობს და აღარ ახსოვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი