მთაწმინდიდან სმოლენსკამდე
მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი, უფრო შორი - გზა ბრძოლის და მწუხარების. გახსოვს ღამე? - გავუძვერით ნაღმებს ორნი და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები. გახსოვს დნეპრი? - მღვრიე, როგორც გათენება. დნეპრზე მღვრიე - შემოდგომის მღვრიე ქარი, დაჩეხილებს თბილისის ცა გვამთელებდა, ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი. მე დედაშენს არ ვუამბობ შესაწუხარს, ვეტყვი მხოლოდ, ომში გული არა კვდება, ვეტყვი, რომ შენ წაიქეცი, როგორც მუხა, როგორც ფშაველ მონადირეს ეკადრება. გული დარჩა, და როდესაც ხელჩართული დნეპრს გადაღმა ჩადგა ომის მქუხარება, მე ვიგრძენი საგულეში შენი გული და მტრის ბლინდაჟს შევუკეთე ყუმბარები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი