სურათი
ბავშვი ეკითხებოდა მამას: - როდის წავალთ სახლში? ღრუბლები არა ჰგვანდნენ ღამურებს, - ღრუბლებს შეეჭამათ ცა. და მტირალი ბავშვი, როგორც მოლაღური ეკითხებოდა ხმას საკუთარს: - როდის წავალთ სახლში? იმ ღამეს მზის გარდა არაფერს ეძინა. - გვიშველეთ, გვიშველეთ ჰკიოდა გრიგალი. - გვიშველეთ: ხეებმა შეიბეს ფეხები, რომ, როგორც ჭინკებმა იქროლონ ცაში! - არ გესმით? როგორც ბალახის ჩურჩული, კითხულობს ხმა: - როდის წავალთ სახლში?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი