გმირობას მისას


თოვლით დაფარულ ნაძვების ახლოს
ის იწვა ერთი,
და უცქეროდა ღრუბლების მაღლობს
თვალებით თეთრით...
არც ხმლის ნატეხი, არც ბუდე ისრის
არ ეგდო სადმე,
მხოლოდ შემხმარი მოშაო სისხლი
შვენოდა წარბებს.
ამ სისხლს ხსოვნისთვის გულზე წაიცხებს,
მკერდით დაიცავს,
გმირობას მისას არ დაივიწყებს
რუსეთის მიწა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
Etomargishvili2 წლის წინ

Kai leqsia yochag mirzas

Aleko olaravici4 თვის წინ

კაია

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი