აჰა, უცქირე ცა ...
აჰა, უცქირე ცა დასისხლულა, გეწვება თვალი, გივლის ჟრიალი, დაბლა მდინარე, ვით თოფის ლულა, ლაპლაპებს და ღრმა ხევს შეხრიალებს. გადაჰყოლიან ღრუბლები ქარებს, მაშ მოდი, ჩემი ნუ გერიდება, მაშ მოდი, სანამ გასცურავს მთვარე და ცაცხვის ტოტებს დაეკიდება. ცას სახვალიო ამინდი უჩანს, ფითრდება ნისლი, მთას შეხვეული, მე კი, ამაყი, მივყვები ქუჩას და მახვილივით მიმაქვს სხეული, რადგანაც ვიცი ჭაბუკურ გრძნობებს, გადავაბიჯებ დინჯად, გულადად, მერე ჩემს აზრებს ქარში ნაწრთობებს, დროს გადავკიდებ მანდიკურადა. ეს გაზაფხული დაიწყო ადრე, გუშინ დამეცა პირველი ცვარი, ზეცის საგულე გადაიბადრა, ასეთი კარგი და საოცარი. მალე ჩანჩქერიც ჩამოიფშვნება, ჩამოიყოლებს თოვლის ნაჟურებს, გაავარვარებს მხურვალე ვნება ცაში დაკიდულ ცის აბაჟურებს. ჰოდა რა უნდა ჩვენს შორის ლოდინს, მომიტა ცეცხლი და სითამამე, ან, როგორც ბავშმა იცელქე, მოდი, წარსულ ბრძოლებზე მიმრერე რამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი