დედას


ჩემთვის რა იყო ეს საღამო…
არავინ იცის.
მე მივდიოდი, შორს რჩებოდა
ყრმობის ბუნება,
დედავ, გრიგალში გადაკარგულს
წუხილით მიცდით
და ჩემს სიცოცხლეს ლოცულობთ და
ჩემს დაბრუნებას.
როდესაც ვწევარ ცივ სანგარში და
ბრძოლა დამღლის,
მოდის თქვენი ხმა, როგორც კვნესა
საკუთარ ძვლების,
და თქვენ რომ არა, თქვენი ლოცვა,
მე, ჩვილი, ბალღი,
ამ სასტიკ გრიგალს ვერ გავუძლებდი.
გახსოვთ თენება?
მე გტოვებდით თქვენა და თბილისს,
თქვენ არ ტიროდით; წვიმა სცრიდა,
სციოდა ქუჩებს,
ერთი თენება გულს ააგდებს, დაფარავს
თრთვილით.
და სხვა ათასი ვერც გაალხობს,
ვერც დააყუჩებს.
მთაწმინდის თავზე ინგრეოდა
ნისლის ნინევი,
ინგრევდა წუხილს, განშორებას,
დარჩენის წადილს,
შორს მიქანავდა ორთქლმავალი,
როგორც ირემი
და მეც – ესოდენ ახლობელი
მთაწმინდისათვის.
თქვენ მაპატიეთ, თუ დავკარგე
ბავშვის სიცილი,
თუ ჩემს თვალებში საშინელი
სხივი კიაფობს.
ჰკითხეთ ქარს, ეგებ, მან გიამბოთ
ჩემი სიკვდილი
და უცნაური დაბადება ჩემი გიამბოთ.
მე გამარჯვება დამაბრუნება თქვენთან,
სწორებთან,
მე გამარჯვება გადამიყვანს თქვენი მდუღარე
ცრემლს მაგონებდა,
და ის ცრემლები გამარჯვების გზებს
მიქეზებდნენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი