თვით-გამართლება
არც ერთი ლექსი მე არ დამიწერია, ან სად მოვიცლიდი მისთვის. ლექსებს სწერს ჩემი ორეული, სარკიდან რო მიცქერის ხოლმე _ მუდამ ექსტაზ მორეული. მე: ტლანქი ვარ და გულიც ტლანქი მაქვს, როგორც: არავის. ის: კი ნაზია: როგორც არავინ. მე: სახლიცა მაქვს და ეზოც. მას: კი არც თავ-შესაფარი კარავი. ჩემი: თვალები ამღვრეულია და ბოროტი. მისი: ლურჯი და სათნო. მე: სიმღერა არ ვიცი, არც ჩემი საქმეა. იგი: კი მღერის მუდამ. მე: თოფი მიჭერია სანადიროთ. მას: კი კალამი რითმებისათვის. და იცოდეთ ყველამ დღეის იქით, რომ: არც ერთი ლექსი არ დამიწერია მე: რეზო გელოვანს, და იგი: მირზა გელოვანია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი