ნაგვიანევი სიზმარი
მტკვარს შებოჭავს დარკინული რკალი, ხიდი უცდის ღამეს ნათილისმარს და მდუმარენი: მე და ერთი ქალი ყურს დავუგდებთ ნაგვიანევ სიზმარს. ცის სიღრმეში ვარსკვლავები კრთიან, ვერის ხიდზე აკვნესდება ქარი, შემოგჩივლებს, რომ სადღაც ხეს სჭრიან, ჩვენ მოვისმენთ: მე და ერთი ქალი. ნათურები მთის ქიმებზე სხედან, ოქროს თასი სხივებს აბნევს ხვეულს, ელექტრონზე შეჩერდება ხედვა და თბილისი წაიგრძელებს სხეულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი