სუსტი ზარები
მე მომესმა, მხოლოდ მე და მხოლოდ მე, თქვენი ზარის სუსტი ახმაურება, ჩემს თვალებთან აელვარდა იგი მზე, მცნეს ჰანგებმა არა აქაურებმა, მაგრამ ხმები თითქოს იკარგებიან. ახლოსა ვარ და იმიტომ გავიგე თქვენი ლოცვა შუაღამის მთეველი, მარტოდ ვრჩები და მეც უნდა წავიდე, მომეწყინა მუნჯი სასუფეველი, სადაც მხოლოდ მდუმარე კედლებია. არ ვიდარდებ, წყლები თუ წალეკავენ თქვენს საყდრებს, მე ამ წუთში რომ ვიგონებ, ეგ ზარები ისე სუსტად რეკავენ, რომ ვერავინ კარგად ვერ გაიგონებს და მლოცველნიც შემოიფანტებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი