შეხვედრა
შეხვედრისას ქარი ჰქროდა, მთვარე ვარსკვლავთ თითქოს თვლიდა, ვერხვს ლამაზი ტანი ჰქონდა, ტანს ვიღაცა ჩემსკენ ხრიდა. ღამევ,ჩვენი შეხვედრისას, იცინოდა ზეცის კარი, მიგიგავდა ტანი ისარს, მეც მშვილდივით აგეკარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი