ჭიამაია
"ჭიამაია, ჭიამაია, ჩემი ქმარეულნი საით არიან?"... ხალხური ვერსად შევჩერდი მგზავრი, გზა შენს სიყვარულს მართმევს, მე ხან ლომი ვარ მძლავრი, ხან გულწითელას მართვე. და გულნაკლული დავალ, დავალ, ცალს ვეძებ ირემს, ხან უმკაცრესი ხმა ვარ, ხან უნაზესი ვინმე. ვთვლემ ბალახებზე დაბლა, შენი ლოდინით ვთვრები. მაქვს უჭრელესი კაბა _ ჭიამაიას ფრთები. ამიყვან: ფრთათა ბრჭყვიალს გამინაოჭებს ქარი. _ აბა გამიგე, ჭიავ, საით წამიყვანს ქმარი... არ გავფრინდები, მომკლა, არ აგისრულებ სურვილს, და შენს თითებზე ვტოკავ უნეტარესი სული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი