ხევსურული ნანა
- დაიძინე, ქალავ, თორო შავი ღამე ფშვინავს, დაიძინე დედის თოლო, დაიძინე, შვილავ!.. ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის, ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს, მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო, დაიძინე, ქალავ!.. ღამეა და უღამური ღამე - არც ვარსკვლავი ბზინავს. დავიღალე... დაიძინე, ქალავ! დაიძინე, დედის თოლო, ძილს სიმშვიდე მოჰყავს. დაიძინე, ქალავ, თორო გაბაცდება ლოყა. მამაშენი ქარაფებში ათევს, ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა... იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართეს წმინდა სისხლი კალმახივით ნამავს. ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს, კერას უკვე სძინავს. დაიძინე, სამძიმარას დარდო, დაიძინე, ძილავ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი