საუბრისას
რა დავწერო? ან რას იტყვის წამი. რომ მზესავით ელვარებდეს მარადის!.. შენ მითხარი, დასწერეო რამე, გულმა მითხრა: - არა ღირს. გავჩუმდები, თეთრი რითმის ქოჩორს, დე, დუმილის ბორკილები აწვეს. გაზაფხულზე ვესტუმრები კოჯორს, მოვა ია და იაზე დავწერ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი