ისევ გზაში ვარ ..
ისევ გზაში ვარ, სიჩუმეს ვუსმენ, მიწის საუბრის გაგებას ვცდილობ, ხანდახან ჩემი მეეტლე უსტვენს, რომ რბილ კოფოზე არ ჩაეძინოს. ჩქარა მეეტლევ, ისეთ ალაგას, რომ დაისვენოს სულმა ჩეროში, და უკანასკნელ ჯიბის ბარაქას სულ შენ გაჩუქებ გასამრჯელოში. ამ სიჩუმეში ფსალმუნს მღერიან ბაგენი, შენგან უამბორები, და გზას კი არა, ჩემს გულზე სცემენ გაჭენებული ცხენთა ტორები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი