დაითენთა
ეს საღამოც თითქოს დაითენთა, ცის დასავალს ღვინო დაიღვარა. მე მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა აღარ გეტყვი, არა, არა, არა. ხომ უყურებ, მზე კუბოში ჩაწვა, დაილია სხივთა სიკაშკაშე, მე მინდა, რომ ეს საღამო დავწვა, შენ მეხანძრის როლი ითამაშე. ნუ გაოცებს ცის წითელი ფერი, გამიგონე, ღვინო დაიღვარა. მსურდა შენთვის მეთქვა ყველაფერი, აღარ გეტყვი, არა, არა, არა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი