გახსენება
`როცა ვიტყვი `ი~ მაშინ გამო...დი!~ ბალღური თითქოს გუშინ დასრულდა შინ და გარეთ, შინ, ჭრელკაბიან ასულთან თა...მა...ში... `ენკი, ბენკი, სიკლისა~, ენკი, ბენკი, და, _ დღენი სიყმაწვილისა გა...ვი...და. მოველ შენს ფანჯარასთან და ვდუდუნებ: `ი~ შენ კი, შენ კი, არა და არ გა...მოხვე...დი. როგორ დაგვიწყებია `ენკი-ბენკის~ ხმა, რა ხანია, გძებნი და ვერ მი...პოვი...ხარ... მოდი, მოდი, დამბუგე, მოდი, როგორც გსურს, თორემ ვინ რას გაუგებს გაგი...ჟებულ გულს... `ენკი, ბენკი, სიკლისა, ენკი, ბენკი, და...~ არა თქვან: სიჭაბუკეც გა...ვი...და...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი