დაუსრულებელი ლექსი
- ტყეში მიდის ერთი გოჭი. - რატომ ერთი? - მაშ, რამდენი? - ორი! - რკოს დაეძებს ორი გოჭი. - რატომ ორი? - მაშ, რამდენი? - სამი! - სამმა გოჭმა რკო იპოვა. - რატომ სამმა? - მაშ, რამდენმა? - ოთხმა! - ოთხმა გოჭმა რკო შეჭამა. - რატომ ოთხმა? - მაშ, რამდენმა? - ხუთმა! - მგელმა იხმო ხუთი გოჭი. - რატომ ხუთი? - მაშ, რამდენი? - ექვსი! - თუ კაცი ხარ, მომეშვი და დასრულდება ლექსი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი