ზოოპარკი


არ შორდება არწივს სევდა,
დათვი ტყის დარდს გულში იხვევს,
ენატრებათ მაჩვებს მზე და
ესიზმრებათ მთები ჯიხვებს.

მგელს უკვნესის ბოღმით გული,
ლომს ლომური ახსოვს ტახტი,
გალიაში სიხარულით
მარტო მაიმუნი დახტის.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი