“ვინ გამახარებს”
- ვინ გამახარებს – იტყოდა დედა, გაშლიდა მკლავებს… მიწას ვწყდებოდი... და როგორც მერცხლის ბუდეს მ ე რ ც ხ ა ლ ი დედას კისერზე ვეკიდებოდი. ვინ გამახარებს – იკითხავს მიწა, გაშლის ბელტებს და იმას მსგავსებით, ვით ერთ დროს დედას, ამჯერად მიწას ჩემივ ნიჟარით მივეტმასნები... ვინ გამახარებს იკითხავს ზეცა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი