ნაცნობებს ვკარგავ ..
ნაცნობებს ვკარგავ,
ვკარგავ მეგობრებს, -
ფრთებს,
ლიანდაგებს,
დარდებს.
ბედს – უკანასკნელ
იმედს
ბალღივით
წყალში კენჭივით ვაგდებ.
განძარცული ვარ
და ვარ ყარიბი,
გულო, თქვი რაღაც,
გისმენ...
ვაი რომ უკვე
მეტრიც გამირბის
და შენ ერთს გებრძვი
ისევ.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი