არის
წყაროში არის სხვა წყაროც, რასაც ვერ ხედავს თვალი, არის ხილული სამყარო და უხილავიც არის. სტარტში - ტრასა და ფინიში, ზარში - ზრიალი ზარის, - არის სიცილი ტირილში და სიხარულიც არის. არის... ოცნებას ვინ გაშლის, ქარში სისინებს ქარი, - არის სიცოცხლე სიკვდილში და უკვდავებაც არის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი