განთვავისუფლება
რა დილაა, რა დილა, გავურბივარ ფიქრებს, თამაშიდან გავდივარ, დარდს ვემხრობი პირქვე. რა დილაა, რა დილა, ცა ზვარაკად მითხოვს, ვკვდები ისე ადვილად, ვიბადები თითქოს… რა დილაა, რა დილა, შუქით ვავსებ ჭიქებს, წყვდიადიდან გავდივარ, ფრთებს ღრუბლებში ვიქნევ. რა დილაა, რა დილა, ღმერთს თვალებში ვუმზერ, ღვთისმშობელი დახრილა და მირონს მცხებს შუბლზე. მზე ყვავილად გაშლილა, ვგრძნობ და ვეღარ ვხედავ, რა დილაა, რა დილა გულში მიკრავს დედა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი