დაშვებული ფარდები
დაშვებული ფარდები, დაკარგული წლები, _ არა, არ გიჯავრდები, დედას გეფიცები! დაბინდული ნისლები, დამსხვრეული ფრთები, _ არა, არ მესიზმრები, აღარც მელანდები... ჩამქრალი კელაპტრები, ხავსიანი ქვები, _ აღარ მომენატრები, აღარც მეყვარები. დასეტყვილი ვენახი, დაწყვეტილი გზები... არა, მე არ გეძახი, დედას გეფიცები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი