ერთი ლექსი
ყველა ერთი ლექსით რჩება, ერთ ლოცვად და გალობად, რჩება, როცა ცა ეხსნება ცისფერ გარდუვალობას. ერთი ლექსით ვებრძვით სიზმარს, მხოლოდ ერთ ლექსს ვენდობით, ერთმა ლექსმა უნდა გვიხსნას თავის ერთადერთობით. ერთი ლექსით ვუმკლავდებით, მწუხრს, განგებად განფენილს, ერთი ლექსის უკვდავებით, ერთი ლექსის სათქმელით. ერთი ლექსის სუნთქვა გვესმის, ერთ ლექსამდე მივედით, _ ერთი ლექსის, ერთი ლექსის, ერთი ლექსის იმედით!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი